Paoma Paris ბრენდის ვიზიტი თბილისში

21 თებერვალს ჩვენ ველით ერთ-ერთი ძვირფასი და ეკო-მეგობრული ფრანგული ბრენდის წარმომადგენლებს - PAOMA Paris, ჯერომ პალატინი და ოლივერ ჩარლზ დეგენი.

PAOMA არის პირველი ფრანგული მდიდრული კანის მოვლის ბრენდი, რომელიც არის ორგანული და ეკო-მეგობრული. PAOMA კოსმეტიკის ბაზარზე შემოდის და ცხრა განსაკუთრებული პროდუქტის არჩევანს გვთავაზობს.

 ეფექტური და მდგრადი ბუნებრივი სილამაზის რიტუალის შემუშავებით, PAOMA აგროვებს ბუნების საუკეთესო პროდუქტებს და ქმნის უპრეცედენტო, სერტიფიცირებულ ორგანულ ფორმულებს, რომლებიც ანებივრებენ ყველა ტიპის კანს, უზრუნველყოფენ კეთილდღეობას და ყოველ დღეს ავსებენ მყუდროების შეგრძნებით.

Paoma-სთვის ბუნება ძვირფასია, ხოლო ჰარმონია უძვირფასესი მდგომარეობა.

რადგან შეგრძნებითი სიამოვნება ბრენდის მთავარი მიზანია, ყველა პროდუქტს აქვს თავისი უნიკალური ტექსტურა და ბუნებრივი სურნელოვანი კომპოზიცია - გაჟღენთილი ვარდის, ლიმონის, წვნიანი მსხლის, ვანილისა და სანდლის ხის ნოტებით. ქალური სუნამო იმაზე უფრო მყუდროა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის შექმნილია ორგანული პროდუქტების სპეციალისტის მიერ.

ფუფუნება, ეფექტურობა და 100% ეკო-მეგობრული კოსმეტიკა, ეს ყველაფერი შესაძლებელი, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ამ ჭეშმარიტებით შეიქმნა PAOMA.


ვინ დგას PAOMA-ს უკან ?

სილამაზის ინდუსტრიის ექსპერტებმა, ენ-სოფიმ და ჯერომ პალატინმა, რომელთა გამოცდილება ორ ათწლეულზე მეტია, წლების განმავლობაში მუშაობდნენ თავიანთ სანუკვარ პროექტზე: Paoma.

მათ Paoma-ს შექმნას, კოსმეტიკის სამყაროში მიღებული გამოცდილებით, მომავლის და ქალების აზრის გათვალისწინებით, ჩაუყარეს საფუძველი. მათი უნიკალური ცოდნით, გამოცდილებით, გაჩნდა ამბიცია, რომ შექმნილიყო ის, რაც არ არსებობდა სხვაგან: ეკო-მეგობრული სილამაზის რიტუალი, რომელიც აერთიანებს უნიკალურ გამოცდილებას სერტიფიცირებულ ორგანულ ინგრედიენტებთან.

ერთ წლიანი კვლევის შემდეგ, მკვლევარებთან, მეცნიერებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობით, მათმა პირველმა ინოვაციურმა და ეკო-მეგობრულმა პროდუქტებმა იხილეს დღის სინათლე. დაწყებული წყაროებიდან, სერტიფიცირებიდან შეფუთვამდე, ენ-სოფიმ და ჯერომიმ იზრუნეს, რომ არ გამოეტოვებინათ არც ერთი დეტალი.

„პროდუქტზე მეტად, ჩვენ გვჯერა კეთილდღეობის რიტუალის და ავღნიშნავთ კანის მოვლის ნამდვილ კულტურას. ჩვენმა ჰოლისტიკურმა მიდგომამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ყველა პროდუქტი შეგვექმნა შესაბამისი სილამაზის სტანდარტის გათვალისწინებით. 

Paoma-ს იდეა არის, რომ დაეხმაროს ყველა ასაკის ქალს შექმნას საკუთარი კანის მოვლის რიტუალი მათი მრავალფეროვანი პროდუქციით, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. ჩვენი ფორმულების გარდა, ჩვენ გვსურს, რომ ვასწავლოთ ჩვენს მომხარებლებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია სრულყოფილი კეთილდღეობის მისაღწევად. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ვიყოთ  გამჭვირვალეები და ვასწავლოთ ქალბატონებს სილამაზის უკეთ შეგრძნება. მეცნიერება, სენსორული გამოღვიძება და ტრანსმისია არის ჩვენი არსებობის მიზანი. „

PAOMA ზრუნავს:

ქალბატონებზე, რომლებსაც უნდათ საკუთარ თავს აჩუქონ ძვირფასი მომენტი.

ქალბატონებზე, რომლებსაც სურთ, ისწავლონ და შეაფასონ საკუთარი სილამაზის რიტუალი.

ქალბატონებზე, რომლებსაც სურვილი აქვთ სრულად გაითვალისწინონ საკუთარი საჭიროებები და გააკეთონ რაღაც განსაკუთრებული საკუთარი თავისთვის.

ქალბატონებზე, რომლებიც ირჩევენ ძვირფას, ინოვაციურ, ნატურალურ და ორგანულ ფორმულას.

ქალბატონებზე, რომლებიც ისწრაფვიან ეკო-მეგობრული არჩევანისკენ, მათი კანისთვის და პლანეტისთვის.

ქალბატონებზე, რომლებსაც  სურთ იოცნებონ და უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი.

განთავსებულია: 20 Feb 2023