"სილამაზე ქალბატონების ყველაზე მომაჯადოვებელი იარაღია"

მოხარული ვართ, რომ თბილისში ვუმასპინძლეთ სტუმრებს პარიზიდან, ანტინა გლორია რიჩისა და მარგო რიტორ კოტელს, ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ-ერთ მეამბოხე, თამამ და ექსტრავაგანტულ ბრენდს - Juliette Has a Gun.

გავეცნოთ ბრენდის და მისი შემქმნელის ისტორიას:

ოჯახის მემკვიდრეობით ამაყმა რომანომ გადაწყვიტა, უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ მას შეეძლო რაღაც განსაკუთრებულის შექმნა და წარმატების მიღწევა. ოთხი წლის განმავლობაში მან დააგროვა გამოცდილება სუნამოების შექმნაში თანამედროვეობის საუკეთესო პარფიუმერებისგან, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ფრანსის კურკიიანი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პირველი სუნამოები - Miss Charming და Lady Vengeance.

2006 წელს რომანო რიჩიმ შექმნა საავტორო ბრენდი Juliette Has a Gun, რომელიც ეძღვნება ექსკლუზიურად ქალებს და სთავაზობს მათ ახალ ხედვას ნიშური სუნამოების მიმართულებით. რომანომ მთელი რესურსი ჩადო Juliette Has a Gun-ის შექმნასა და განვითარებაში, ის არის ამ ბრენდის კრეატიული დირექტორი და უშუალოდ მონაწილეობს ახალი არომატების შექმნაში.

უმწეობისა და უბიწობის განსახიერება, შექსპირისეული ჯულიეტა, რომანო რიჩის ოცნებებში ეს ყველაფერი თანამედროვეობაშია გადმოტანილი.

მის მთავარ ძალას წარმოადგენს მაცდუნებელი იარაღი, რომელიც ეხმარება მიზნის მიღწევაში.

მისი სურნელი მისი იარაღია...

სუნამოების კოლექცია შექმნილია მათთვის, ვისაც ესმის, რომ ნიშური სუნამოს ტარება სცილდება უბრალოდ სასიამოვნო სურნელის ქონას, რეალურად ეს უფრო თამამი განაცხადია. იმის დასტური, თუ ვინ ხარ შენ. რომანო რიჩის მიზანია აიყვანოს სუნამოები ისეთ დონეზე, როგორზეც ის ყოველთვის უნდა ყოფილიყო: სტილისა და ორიგინალურობის ემბლემა.

განთავსებულია: 02 Mar 2023