Roja Parfums
Roja Parfums

Roja Parfums

დიდი ბრიტანეთი

შექმნილია ბრიტანელი პარფიუმერის Roja Dove-ს მიერ. Roja Parfums მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე ძვირადღირებული სუნამოს სახლი. Roja Parfums გამოირჩევა იმით, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს იყენებს. როგორიცაა Rose de Mai, Jasmine de Grasse და natural Ambergris - თითოეული ეს ინგრედიენტი უფრო ძვირი ღირს ვიდრე სუფთა ოქრო. ბრენდი ასევე იყენებს ხელით მოქსოვილ აბრეშუმის ძაფებს და კრისტალური 24 კარატიანი ოქროთი მოოქროვილ თავსახურებს. ყველაფერი, რაც ბრენდს ეხება დამზადებულია უმაღლესი ხარისხით, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.
Roja Parfums-ის კონცეფცია მარტივია - რწმენა იმისა, რომ ყველა ადამიანისთვის არსებობს იდეალური პარფიუმი. შესაბამისად ბრენდის კოლექცია მოიცავს ბალანსირებულ და სრულფასოვან სურნელებს, რომელთა შორის, საკუთარი უნიკალური გემოვნებისა და პრეფერენცების შესაბამის არომატს ყველა იპოვის.

Roja Parfums - ის საერთაშორისო წარმატებამ, რომელიც მიღწეულ იქნა მისი შემქმნელის კრეატიულობის და უმაღლესი ხარისხისადმი უკომპრომისო დამოკიდებულებით, განაპირობა ის, რომ Roja Dove დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის დიდი ბრიტანეთის კამპანიის (GREAT) ელჩად. GREAT არის მთავრობის ყველა დროის ყველაზე ამბიციური საერთაშორისო პრომო კამპანია, სადაც წარმოდგენილია ყველაფერი ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დიდ ბრიტანეთს მსოფლიოსთვის, ხოლო როდესაც საუბარია ძვირფას სურნელებზე, არაფერია უფრო კარგი ვიდრე Roja Parfums.