Creed
Creed

Creed

საფრანგეთი

Creed-ი არის ავთენტური, პრემიალური პარფიუმის სახლი, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის ორიგინალურ სუნამოებს დახვეწილი ინგრედიენტებისგან. ბრენდის ისტორია დაიწყო 1760 წელს, როდესაც მეფე ჯორჯ III-ს ტყავის სურნელოვანი ხელთათმანი გადაეცა, ახალი ლონდონური სამკერვალო კომპანიისგან. Creed-ი დაფუძნდა ჯეიმს ჰენრი კრიდის მიერ სწორედ იმ წელს, როდესაც ახალგაზრდა მეფე ტახტზე ავიდა. Creed-ის სახლი ქმნის სუნამოებს უკვე 260 წელია. Creed-მა მოიპოვა რეპუტაცია უნაკლო სამოსით და ექსკლუზიური ლიმიტირებული სუნამოებით. საუკუნეების მანძილზე Creed-ის ოჯახმა შექმნა 200-ზე მეტი პარფიუმი, რაც მოწმობს მათ უნიკალურ შემოქმედებით სულისკვეთებას, რომელიც გადაეცემოდა მამიდან შვილს, 7 თაობის მანძილზე. დღეს ოლივიერ კრიდი "პარფიუმერიის შემქმნელი" ("Créateur Parfumeur") და ჯეიმს ჰენრი კრიდის პირდაპირი შთამომავალი, აგრძელებს ამ დიდ ტრადიციას. ისევ პარიზში, ქარხანაში ფონტებლოზე, Creed აწარმოებს ბევრ ესენციას ტრადიციული ტექნიკით. ეს ძალიან ძვირადღირებული პროცესია, რომელსაც პარფიუმერიის სახლების უმეტესობა აღარ იყენებს, მაგრამ სწორედ ეს განასხვავებს Creed-ის სუნამოებს მისი თანამედროვე კონკურენტებისგან. მაღალი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტები კვლავ იწონება, ირევა და მზადდება ხელით. ეს პროცესი შრომატევადია, მაგრამ Creed-ის ბრენდისთვის იდეალური შედეგი და დახვეწილი ხელოვნებაა შთგონების წყარო.