Compagnie de Provence
Compagnie de Provence

Compagnie de Provence

საფრანგეთი

ორი მარსელელი მეგობრის წარმოსახვით დაბადებული, Compagnie de Provence-ს ისტორია 1990 წელს იწყება. მათ დააარსეს თავიანთი სავაჭრო კომპანია მარსელის უძველეს რაიონში. იმის გამო, რომ მარსელის ლეგენდარული საპნის კუბი მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა მათ კულტურულ და ინდუსტრიულ მემკვიდრეობაში, გადაწყვიტეს ამ კულტურის ახლიდან აღორძინება. მე-17 საუკუნიდან საპნის კუბის მიერ მოტანილი პოპულარობის და სიამაყის მიუხედავად, მარსელის საპონი მოძველდა. ის ჩაანაცვლა სამრეწველო სარეცხმა საშუალებებმა და სურნელოვანმა საპნებმა. ორი მარსელელი მეგობრის სურვილი კი ამ სიმბოლური საპნისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება იყო. მათი ბრენდს თანამედროვეობა შესძინეს რათა მთელ მსოფლიოში წარმატებით გაყიდულიყო. Compagnie de Provence-ს საპონი მზადდება სწორედ ისე, როგორც მას ამზადებდნენ საუკუნეების წინ და ყოველთვის ინგრედიენტების მინიმუმ 95% არის ბუნებრივი. ეს თხევადი საპონი მზადდება ქოქოსის მცენარეული ზეთით და ნატურალური გლიცერინით, ხელოვნური საღებავების, ცხოველური ცხიმის, სინთეზურად აქტიური ნივთიერებების გარეშე.