დიდი ბრიტანეთი
Clive Christian- ბრიტანული ექსკლუზიური პარფიუმერიის სახლია, რომელიც ქმნის მსოფლიოში ყველაზე დახვეწილ პარფიუმს. მარადიული, კლასიკური, ინტენსიური, დახვეწილი, მდგრადი ფორმულირებით, სუფთა პარფიუმერული სიამოვნების და საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო ფორმაა. ბრენდის წინაპარი “The Crown Perfumery” დაფუძნდა 1872 წელს და იყო ერთადერთი კომპანია, რომელსაც ქონდა უფლება გამოეყენებინა დედოფალი ვიქტორიას გვირგვინი საკუთარ სუნამოს ბოთლებზე. ეს გვირგვინი დღემდე თან ერთვის Clive Christian-ის სუნამოს ბოთლებს. Clive Christian-ის სუნამოები იყიდება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საცალო სავაჭრო ქსელებში, როგორიცაა Harrods, Harvey Nichols, Net-A-Porter, Bergdorf Goodman, Saks Fifth Avenue, Neiman Marcus, Bloomingdale’s, Tsum, La Rinascente და სხვა. კომპანიის სათაო ოფისი არის მეიფერში, ლონდონში.