შვედეთი
AUREZZI-ს სამყარო განუყოფლად არის დაკავშირებული მისი დამაარსელბლების ხედვასთან, ეს ჰარმონიული ურთიერთობა კი ბრენდისთვის შესაძლებელს ხდის ყოველდღიური პროდუქტებიც კი ფუფუნების საგნებად აქციოს. AUREZZI უნიკალური ბრენდია, რადგან მისი შექმნის იდეა სტომატოლოგიური პრევენციისა და მატერიალური კვლევის შედეგად მიღებული გამოცდილების გაერთიანებაა სილამაზისთვის. ბრენდი შვედურია, მდიდარია ფუნქციონალით და გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით. ის სცდება დროს და ტენდენციებს. AUREZZI-ს კბილის ჯაგრისის კოლექცია შექმნილია კბილების გახეხვის პროცესის სიმარტივისა და ფუფუნებისთვის. რვაკუთხა სახელურის დიზაინი, მოოქროვილი 24 კარატიანი ოქროთი, უზრუნველყოფს სრულყოფილ დასუფთავებას. ჯაგრისის თავი შეიცავს 5000-ზე მეტ, ერთმანეთთან მჭიდროდ გადაბმულ ჯაგარის ღერს, რაც თქვენი პირის ღრუს მუდმივი სისუფთავის გარანტიაა.